2019-05-20 09:49:28
დღეს უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციაა

დღეს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაა. იგი საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ინაუგურაცია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება. მანამდე კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ინაუგურაციის 19 მაისს გამართვას.

10 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მიმართა მოთხოვნით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მაისს გამართულიყო. ამ მოთხოვნამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 19 მაისს პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლის ხსოვნის დღე აღინიშნება.

ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი

ამავე თემაზე