2019-05-19 16:44:40
ეუთო-ს დასკვნა იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა - ვაშაძე

ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე, presa.ge-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჟურნალისტი დაკავებულია, პარლამენტის წევრები გავარდნენ გამოსახსნელად. ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს 2018 წელს, ჩაატარებენ კიდევ ერთხელ და საქართველო აღმოჩნდება იქ, სადაც არავის გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ, სადაც ჩვენ გვეტყვიან, რომ დაივიწყეთ ყველა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნები იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ დემოკრატია და არ იქნებით არასდროს, როცა თქვენი შს მინისტრი არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი. ამოუვიდა ყელში საქართველოს მოქალაქეს ამ კლოუნების ყურება. 2012 წლიდან არც ერთ ინტერვიუში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე კრიტიკული სიტყვა მეთქვას ამ ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ უზარმაზარი მიღწევა იყო ქართველი ერის ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. წყალშია ყველაფერი გადაყრილი ჩვენს რეპუტაციასთან ერთად და ეუთო-ს დასკვნა დედის იავნანად მოგეჩვენებათ ისეთი დასკვნები წამოვა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე