2019-05-19 11:29:39
ამომრჩევლების სიები და ფულის დარიგება - ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის ნომერ მე-9 საარჩევნო უბანთან - ადგილზე სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა გადაიღო ავტომანქანა, სადაც „ქართული ოცნების“ ორი კოორდინატორი იჯდა და კადრებზე ასახა, თუ როგორ არიგებდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები ფულს არიგებდნენ.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი ერთ-ერთ ჟურნალისტს თავს დაესხა. სავარაუდოდ, გადაღებული ვიდეომასალა გახდა ჟურნალისტზე თავდასხმის მიზეზი.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" კი ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტებს ცესკოს სამაგიდო სიები აქვთ. მანქანაში მჯდომი ქალბატონები „კურიერთან“ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ისინი საერთოდ არ არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. თუმცა, მათი მანქანის საბარგულში ცესკო-ს სამაგიდო სიები დევს, რომელზეც ფოტოსურათებიანი მონაცემებია დატანილი.

ამავე თემაზე