2019-05-19 11:09:02
ფიზიკური დაპირისპირება სოფელ კოკში საარჩევნო უბანთან - დაკავებულია რამდენიმე პირი (ვიდეო)

სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 97-ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი დაპირიპსირება ხელჩართული ჩხუში გადაიზარდა. სამართალდამცველებამ რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერიც. 

სოფელ კოკში მობილიზებული არიან დიდი ოდენობით სამართალდამცველები.  ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები, მათ შორის თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს. 

ხელისუფლების წარომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის ნების კონტროლზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელებიც ასევე არჩევნების პროცესს აკვირდებიან. 

ამავე თემაზე