2019-05-17 18:45:15
„ოდიშის“ ჟურნალისტს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტს, გადაცემა "ლუსტრაციის" წამყვანს ლევან თორიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ თორიამ რადიო „ათინათს“ თავად უთხრა. თორია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავს იცავდა. 

„გვირტყამდნენ და ვცდილობდი, თავი დამეცვა მათგან. თავს არავის დავსხმივართ. სხვა გზა არ მქონდა, ხელი რომ არ მომექნია“, - აღნიშნა თორიამ. 

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 

ლევან თორია დღეს ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დილიდან იკითხებოდა. 

"ათინათი"

ამავე თემაზე