2019-05-16 16:30:56
"პირი გამოიბანეთ, სანამ თინა ბოკუჩავაზე რამეს იტყოდეთ... თინა, არ გაიტეხო გული" - სააკაშვილი (ვიდეო)

თინას ჰქონდა ბევრად მაგარი განათლება მიღებული ვიდრე ყველა ქოცებს ერთად აღებული- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას შეურაცხმყოფელ სტატუსს, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  თამაზ ფაცაციამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა

სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში იმ უნივერსიტეტებზე ისაუბრა, სადაც ბოკუჩავა სწავლობდა და აღნიშნა, რომ ვიდრე ბოკუჩავა "ენმ"-ს სიით პარლამენტში მოხვდებოდა, მას უკვე ჰქონდა მიღებული დიპლომატიური განათლება მსოფლიოს საუკეთესი დიპლომატიურ სასწავლებლებში:

"პირი გამოიბანეთ, სანამ თინა ბოკუჩავაზე რამეს იტყოდეთ...თქვენ არა ხართ საქართველო. საქართველო არის ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული ხალხით დასახლებული ქვეყანა...თინა, არ გაიტეხო გული, ვიცი, რომ არ შეგეშინდება მაგათი, ვერაფერსაც ვერ დაგაკლებენ, რაც არ უნდა იპურტყუნონ. ჩემზე რა სისულელეებს ლაპარაკობდნენ, ვილაზე, სააკაშვილმა იყიდა ვილა...სრული სისულელე, მაგრამ მე უკვე შეჩვეული ვარ და აღარც ვპასუხობ, მაგრამ თინას და სხვებს თავი დაანებეთ. უბრალოდ ძალიან მალე არც ერთი აღარ იქნებით თანამდებობებზე და არ უნდა შეგრცხვეთ თვალებში შეხედოთ თქვენ თანამემამულეებს" ამბობს სააკაშვილი

ამავე თემაზე