2019-05-15 19:55:43
არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომ დეპუტატ გია დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

„ ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნდა, რომ ისინი აგებენ არჩევნებს და ამიტომ ცდილობენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას"- აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე  მამუკა წოწერია. მისი თქმით, გია დანელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს:

"არ არსებობს სამართებლივი საფუძვლები, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს და ჩვენ არ გავყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას - დაუმტკიცებლად დაუდასტურებლად ვინმეს მოვთხოვოთ პასუხი“, - აცხადებს წოწერია.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის საკრებულოს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მისვლას, სადაც საკრებულო მდებარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დანელია ის პირია, რომელიც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს და ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს

ამავე თემაზე