2019-05-15 18:32:57
საბერძნეთში ქართველი ქალი სავარაუდოდ გაგუდეს

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში 29 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სავარაუდოდ გაგუდულია. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა. გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.

ამავე თემაზე