2019-05-15 18:12:58
პომპეოსა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა - მთავრობა არ მუშაობს იმაზე, რომ ასეთი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი დადგეს - გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

გიორგი კანდელაკის განცხადებით ევროპულ საქართველოს პრეტენზია აქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ როცა ასეთ დონეზე ხდება შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, საქართველოს საკითხი დადგეს.

„ჩვენ გუშინ პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრეთ ამ საკითხზე და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებდა იმისათვის, რომ საქართველოს საკითხი, დეოკუპაციის საკითხი და ჩვენი თემები ამ შეხვედრაზე დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე ამჯერადაც არ მოხდა. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს" პრეტენზია გვაქვს არა აშშ-სთან, არამედ მადლიერი ვართ მათი, რომელიც მთელი წლების განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ როცა ასეთ დონეზე ხდება შეხვედრები რუსეთის ლიდერებთან, საქართველოს საკითხი დადგეს", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე