2019-05-15 17:25:32
სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს მისი პასუხისმგებლობა იყო - ჩუგოშვილი ქობულიაზე 

გიორგი ქობულია არც ისე ცოტა ხნის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი, შესაბამისად, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა იყო, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი

„თუ ასეთი პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, დროულად გავცეთ პასუხი ამ ამოცანებს. მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი წყვეტს მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებს. დანარჩენი, შიდა პოლიტიკური კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე