2019-05-15 17:02:41
"მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე" - საგანელიძეს პარლამენტში იბარებენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის წევრმა და ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, საგანელიძის პარლამენტში მისვლის საკითხს მომდევნო კომიტეტის სხდომაზე დააყენებენ. კობერიძის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ მიიღო.

დღეს გიორგი ქობულიამ პარლამენტში, დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანები ნეპოტიზმისა და მიკერძოებული გარიგებების ბუდეა.

ამავე თემაზე