2019-05-15 14:04:34
"გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს" - გიორგი ქობულია

"გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს" - ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში გააკეთა. გიორგი ქობულია პარლამენტში იმყოფება, ანგარიშით დეპუტატების წინაშე გამოდის. შეხვედრას მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. თავისუფალ ფორმატში შეხვედრა სწორედ მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების ინიციატივით იმართება. მათ აინტერესებთ, რა გახდა ქობულიას თანამდებობიდან გაშვების მიზეზი. 

ქობულიამ უწყებაში დისციპლინის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც დოკუმენტი 20 დღეშია გასაცემია, 8 თვეში გაიცემა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღარიბის დონე ქვეყანაში რჩება მაღალი.

პარლამენტში გიორგი ქობულიას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებიან. 

ამავე თემაზე