2019-05-15 13:50:40
საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთში ტაქსის მძღოლი და პენსიონერი მოკლეს - "არმნიუსი"

საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთში ტაქსის მძღოლი და პენსიონერი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „არმნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა და დაადგინა, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცი და ერევანში 71 წლის პენსიონერი ქართველმა წყვილმა მოკლა.

არმნიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტი 31 მაისს მოხდა. პოლიციამ 26 წლის ჟორა მარტიროსიანი სევანის ტბასთან აღმოაჩინა. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მანქანა სამართალდამცველებმა მთავრობის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკის ავტოსადგომზე იპოვეს. როგორც გაირკვა, მარტიროსიანმა ტაქსით წაიყვანა საქართველოს სამი მოქალაქე. როგორც გამოძიება ამბობს, ორი ქართველი სომხეთში არალეგალურად შევიდა.

პოლიციის ცნობით, ქართველმა წყვილმა ტაქსის მძღოლი ქვით მოკლა, შემდეგ კი გაძარცვა. მათი მეგობარი კი მომხდარს შეესწრო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე, 2018 წლის იანვარში ამავე წყვილმა გაძარცვა და მოკლა ერევანში მცხოვრები 71 წლის პენსიონერი ქალი.

სამივე ბრალდებულის საქმე სომხეთის პროკურატურაშია გადაგზავნილი.

ამავე თემაზე