2019-05-15 13:17:59
ბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. 
საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ზიანის მომტანია კომპანიების საქმიანობისთვის. მათივე განცხადებით, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და იმ მოქალაქეებზე, ვინც ასოციაციის წევრ და სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში არიან დასაქმებულები. 
კომპანიების წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე, რათა შეაჩერონ აზერბაიჯანული ბიზნესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

ამავე თემაზე