2019-05-14 16:26:54
ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტში მონაწილე პირების ზოგადი აღწერა განახორციელა - გამომძიებელი

ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტში მონაწილე პირების ზოგადი აღწერა განახორციელა- განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ.

ე.წ. მატროსოვის ციხეში შს ყოფილი მინისტრი 2013 წელს მისი ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს.

"მოწმის სახით გამოიკითხა ივანე მერაბიშვილი. მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით, მონაწილეობას იღებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანასთან დაკავშირებით. გამოძიება მაინც აუცილებლად შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას. აუცილებლად შეფასდება ყველა აღნიშნული გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემდეგში დაიგეგმება და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - განაცხადა ვახანიამ.

ამავე თემაზე