2019-05-14 11:59:20
მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის გამოქვეყნებული ჩანაწერი მოვისმინე და ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს - ომბუდსმენი

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერი მოვისმინე და ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს– აცხადებს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას თქმით, თუ მაჩალიკაშვილს საკუთარი უფლებების დარღვევის მიმართულებით რამე წუხილი ექნება, სახალხო დამცველი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

„თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს ან მის ადვოკატს რამე საჩივარი ან წუხილი ექნება, რომ მათ მიმართ დაირღვა უფლებები თუნდაც მოსმენის მართებულობასთან დაკავშირებით ან გამოძიების პროცესში, მზად ვართ, ჩავერთოთ, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პროცესები არის გამოძიების პრეროგატივა. დავამატებ იმას, რომ ველოდებით პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარემოებების შესახებ საბოლოო დასკვნას, გამოძიების დასრულებას, რადგან რეალურად ყველაფრის, ამ ვნებათაღელვის მიზეზი არის, რომ საკმაოდ გაიწელა გამოძიება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიების შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე