2019-05-13 19:54:08
შსს-ს შეცდომა არ დაუშვია- მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე

ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმის გახსნილად გამოცხადებით, შსს-ს შეცდომა არ დაუშვია,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და გაჩნდა ბრალდებული საქმეში, მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მოვაგროვეთ და შევკრიბეთ. ოთხი კაცია მკვდარი. ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია და საზოგადოებას ინფორმაცია დაუყონებლივ მივაწოდეთ.

ასევე შემდგომ სხვა ინფორმაციაც გავავრცელეთ, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა სხვა იარაღთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კიდევ გამოყენებული სხვა ტიპის იარაღი, რადგან ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ. მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა და საზოგადოებას ინფორმაცია ამაზეც მივაწოდეთ. დამატებით, თუ კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება და ახალი გარემოება გამოიკვეთება, დამერწმუნეთ, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით. პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, დაკავებული არიან შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე