2019-05-13 16:49:39
ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობასთან დაკავშირებით სტალინის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა

"ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო — წარსული და აწმყო" - ამ სახელწოდებით საჯარო ლექცია წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით სტალინის სახლ-მუზეუმში გაიმართა. 

სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოიწონა, პირველ მაისს საჯარო ლექციასთან ერთად, ჩატარდა გამოფენა, "გორისა და ატენის ეპარქიის აღმშენებლობის ოცი ათეული წელი".

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღის, 12 მაისის აღსანიშნად სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოყო.

მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.

ამავე თემაზე