2019-05-13 10:17:25
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა, რომელიც გუშინ ჩატარდა, გამარჯვებული ვერ გამოავლინა. გასამარჯვებლად საჭირო ხმების - 50%-ზე მეტის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ლიეტუვის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, კონსერვატორმა ინგრიდა შიმონიტემ(30,95%) და ეკონომისტმა, მემარჯვენე ცენტრისტმა გიტანას ნაუსედამ(30,94%). მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 55% იყო.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა სულ 9 კანდიდატი, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მემარცხენე ცენტრისტი საულიუს სკვერნელისი, რომელმაც ხმების 19,85% მიიღო. სკვერნელისმა დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 12 ივლისს დატოვებს.

ამავე თემაზე