2019-05-10 19:15:44
თბილისიდან დელიში მიმავალ თვითმფრინავს ინდოეთის გამანადგურებლები აედევნენ 

ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ თვითმფრინავს, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ჯაიპურის აეროპორტში დაშვება აიძულეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, AN-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავმა დადგენილი კურსიდან გადაუხვია, რის გამოც მას ინდოეთის გამანადგურებლები აედევნენ.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ინდოეთის ისეთ საჰაერო სივრცეში შევიდა, რომელიც სამოქალაქო საჰაერო მოძრაობისთვის დახურულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს თვითმფრინავის პილოტისა და ეკიპაჟის დაკითხვა.

ამავე თემაზე