2019-05-10 15:59:09
სასტუმროს კათარზისად გადაკეთება მინდოდა - როენა ხუცურაული

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

აღნიშნულის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის მიმართ და ასევე, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

ამავე თემაზე