2019-05-10 15:47:36
„პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული" - "მამიდას" სასამართლო

„პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული", - განაცხადა როენა ხუცურაულმა სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს. 

დაკავებულების ადვოკატებმა პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს მიმართეს, შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

ამავე თემაზე