2019-05-10 12:19:36
„მთლიანი მოსახლეობა აღშფოთებულია..."- პანკისელები სესიაშვილის წინააღმდეგ

"მთლიანი მოსახლეობა აღშფოთებულია" - პანკისელები მაჩალიკაშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მიმართავენ. მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც შვილმოკლული მამა გამოძიების ინფორმაციით, სისხლის აღებაზე საუბრობს, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. თუმცა აცხადებს, რომ შინაარსი ქისტური ტრადიციებიდან გამომდინარე დაუჯერებელია.

„მთლიანი მოსახლეობა აღშფოთებულია ბატონი სესიაშვილის განცხადებით, როდესაც მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და პირდაპირ თემირლან მაჩალიკაშვილი გამოაცხადა, როგორც ტერორისტი. პანკისის ხეობის მოსახლეობა სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე არის ძალიან აღელვებული და თავისთავად მოითხოვს, ასე ვთქვათ, რომ დამთავრდეს პანკისის ხეობის მანიპულაციები, დამთავრდეს რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხეობის მოსახლეობა მუდმივად დავდივართ ბეწვის ხიდზე და მისცენ ამ მოსახლეობას მშვიდობიანად დაიცვან საქართველო პანკისის ხეობიდან, ეს არის ჩვენი მოთხოვნა,“ - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

ამავე თემაზე