2019-05-10 11:45:16
რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო გარდაიცვალა
59 წლის რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოსკოვში, ცენტრალურ ქუჩაზე მოტოციკლეტით დიდი სიჩქარით მიდიოდა, ის ცუდად გახდა და მოტოციკლეტიდან გადმოვარდა. წინასწარი ვერსიით, დორენკო გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. შემთხვევა ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. რუსმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა მას "ადამიანი ეპოქა" უწოდეს. სერგეი დორენკომ პოპულარობა გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა. ის რუსეთის პირველ არხზე სკანდალურ ანალიტიკურ გადაცემას ამზადებდა. დორენკოს პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების "ტელე დამხვრეტი", "შავ-თეთრი ჟურნალისტიკის" დამაარსებელი უწოდეს. ის 2000-ანებშიც აგრძელებდა აქტიურ ჟურნალისტიკას და ბოლოს რადიოსადგურ Говорит Москва-ს ხელმძღვანელი იყო. წლებთან ერთად იცვლებოდა მისი პოლიტიკური პრიორიტეტებიც, მიემხრო კომუნისტურ პარტიასაც და პუტინის "ედინაია როსიასაც", დორენკომ ეთერში ყირიმის ანექსია გაამართლა. "დინოზავრები მიდიან და ადგილს ჯუჯებს უთავისუფლებენ რუსულ ტელეჟურნალისტიკაში"- ასე შეაფასა ალექსანდრე ნევზოროვმა სერგეი დორენკოს გარდაცვალება
ამავე თემაზე