2019-05-08 13:40:37
სუს-ში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან მარგოშვილს კითხავენ

პანკისის ხეობაში მცხოვრები ასლან მარგოშვილი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება. ის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა. 

მარგოშვილს შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია და კამერებთან სახეს იფარავდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს მარგოშვილი სამართალდამცავ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც როგორც სუს-ი ამტკიცებს, ისინი სოსო გოგაშვილზე ტერაქტს გეგმავენ.

ამავე თემაზე