2019-05-08 10:57:32
რაც არ უნდა გავრცელდეს, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე - კახიძე

რაც არ უნდა გავრცელდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

„ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია, არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება ხელისუფლებას არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს, მასში საუბარია ძალიან სერიოზულ ქმედებებზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ მოქმედებას საჭიროებს“, - განუცხადა კახიძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას. 

ამავე თემაზე