2019-05-08 10:55:24
ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს - სესიაშვილი

ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე  მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერის სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე. აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის. დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმე ცალკეა და მას პროკურატურა იძიებს.

„რაც შეეხება თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული საქმე სავარაუდოდ ორი თვის ვადაში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე