2019-05-08 10:17:06
„შემაშფოთებელია, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ" - კობახიძე

შემაშფოთებელია, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ვიხილეთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, აღნიშნული საქმის გამოძიებას პარლამენტიც დააკვირდება.

„შემაშფოთებელია, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ვიხილეთ. ტერორიზმი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული პრობლემაა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბუნებრივია, ამ საქმეს სჭირდება ჩაღრმავება და ეს ყველაფერი პარლამენტის დაკვირვების ქვეშაც იქნება. გამოძიებას სჭირდება დრო და იმ მომენტში ხდება ფაქტობრივი მოცემულობის გასაჯაროვება, როდესაც ამას საჭიროდ თვლის სამართალდამცავი ორგანო. ეს დამოკიდებულია გამოძიების მიმდინარეობაზე და როდესაც ჩაითვალა სწორად, მაშინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ამავე თემაზე