2019-05-08 09:42:12
ბაგრატიონების ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილია.

როგორც  დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, აღნიშნული ავტომობილები ქორწინების პერიოდში შეძენილი არ არის და ის დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის.

საპირისპიროს ამტკიცებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ქონება წყვილის თანაცხოვრების დროს არის შეძენილი.

ამავე თემაზე