2019-05-07 19:52:01
საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს -ადვოკატი

ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს - განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მორის მაჩალიკაშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

"ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს. იქიდან გამომდინარე, რომ გახლავართ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხელი მოვაწერე საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, რომ საქმის დეტალებზე ვისაუბრო. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ამავე თემაზე