2019-05-07 16:56:53
სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

სუს-ის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.

"ეგ აზრები „ვაფშე“ თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე. მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო, უნდა ვიცოდეთ. სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში, იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსსნახავტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილას არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გაცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან. წითელწყარომდე რა ფასი უთხარი, მისცემ და გაუშვებ,“ - მიმართავს მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე