2019-05-07 15:11:24
მუშაობას გავაგრძელებ სტრასბურგის მიმართულებით - შენგელია

ბაჩანა შენგელიას თქმით, სასამართლოს მიერ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და სამართალთან არანაირი კავშირი აქვს.

„დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ პრაქტიკულად დაგვიდასტურა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, არ არსებობს სასამართლო. მან თქვა, რომ ვინაიდან ია კერზაია გარდაცვლილია, მის უფლებამონაცვლეს არ მაქვს უფლება, რომ უკანონოდ ჩადენილი მოქმედებები სასამართლოში გავასაჩივრო. მათი ლოგიკით, როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი უფლებების დაცვა არც ერთ ადამიანს შეუძლია, რაც სამართლებრივად ნონსენსია. სასამართლოს დღევანდელ სხდომას სამართლებრივ ნაწილთან არავითარი კავშირი ჰქონდა, ეს იყო წინასწარ გამზადებული გადაწყვეტილება... ბუნებრივია, მე გავაგრძელებ სტრასბურგის მიმართულებით მუშაობას და სამართალს აუცილებლად მივაღწევ." განაცხადა შენგელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო. 

ამავე თემაზე