2019-05-07 14:52:39
სასამართლომ ბაჩანა შენგელიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად სცნო. 

სარჩელი ეხებოდა სკოლის ინსპექტირების შესახებ დასკვნის ბათილად ცნობის მოთხოვნას, ამის საფუძველზე გაცემული განათლების მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და ია კერზაიას გარდაცვალების გამო ბაჩანას შენგელიას მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური თანხით - 1 ლარით.

„სასამართლომ განმარტა, რომ ბაჩანა შენგელიას, როგორც ია კერზაიას უფლებამონაცვლეს, არ ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა განათლების მინისტრის ადმინისტრაციული აქტები. პლუს მიიჩნია, რომ დასკვნა არ არის ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რასაც არ ვეთანხმებით. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა ბატონ ბაჩანას. შესაბამისად, ეს ორი სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დანარჩენი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ქალბატონი ია კერზაიას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და ბატონი ბაჩანას მორალური ზიანის სიმბოლური თანხით ანაზღაურებას ეხებოდა, მისი დედის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო, ეს გადაკვალიფიცირდა სამოქალაქო დავად და ის სამოქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. იმ სახით, რა სახითაც სარჩელი შემოტანილი გვქონდა, ამჟამად საქმის წარმოება შეწყვეტილია. ახლა უკვე სამოქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასაშვებია, თუ არა ეს დავა", - განაცხადა შეგელიას ადვოკატმა ამირან მეშველიშვილმა.

ამავე თემაზე