2019-05-07 12:00:59
გაუქმებული შედეგები - ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას განმარტებას სთხოვს

ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლებას სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვს. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკიდურესად პოლიტიზირებული იყო.

მისივე თქმით, სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის. მოგერინიმ განმეორებითი არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საარჩევნო კომისიამ სტამბოლში თვითმმართველობის არჩევნების ხელახლა ჩატარების განკარგულება გამოსცა. არჩევნები 23 ივნისს გაიმართება.

სტამბოლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, რის გამოც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და მისი ხელახალი ჩატარება მოითხოვა.

ამავე თემაზე