2019-05-07 11:43:29
მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, 11 საათზე  გამოკითხვაზე იყო დაბარებული. მაჩალიკაშვილი უწყებაში არ მისულა. განცხადება, რომ ის სუს-ში მისვლას არ აპირებდა, გუშინვე გააკეთა. როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, სუს-ში ხუთჯერ იყო გამოკითხვაზე, მეხუთედ მისვლაზე კი, 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

​„მე ვარ ხუთჯერ ნამყოფი დაკითხვაზე. ჩემთვის იქ მისვლა არის სიკვდილი. ვიცი, ჩემი შვილის მკვლელები იქ სხედან. მაინც მივედი ხუთჯერ, რადგან არ თქვან, რომ კანონმორჩილი არ ვარ. მეხუთედ რომ მივედი, 10 საათი დამკითხეს. როცა განვაცხადე, მე აქ მეტჯერ არ მოვალთქო, ამის გამო დამკითხეს კიდევ 10 საათი. ყველა კითხვა თემირლანზეა, ბავშვი, რომელიც არაფერში იყო გარეული, რომელსაც არ ჰქონდა დანაშაული, შეთხზეს.

ახლა არის მარხვის თვე. ჯერ მთელი ენერგია მეკარგება, იქ რომ მივიდე და იმათ დავუჯდე, შეიძლება, მდგომარეობიდან გამომიყვანონ. თავს ვარიდებ. ჩემი და თემირლანის საქმესთან დაკავშირებით ესენი ნაღმზე სხედან. იმ ნაღმს სულ მალე, თვითონ ააფეთქებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე