2019-05-07 11:15:57
თბილისის მერიისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბი საშვები - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე." აცხადებენ უწყებაში

ამავე თემაზე