2019-05-07 10:31:13
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე მივიდა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მისი უფლებადამცველის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

ამავე თემაზე