2019-05-06 18:06:50
მწერალთა სახლიდან დავით სარაჯიშვილის უნიკალური ნივთებიი დაიკარგა

მწერალთა სახლიდან დავით სარაჯიშვილის 7 უნიკალური ნივთი დაიკარგა - ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს. ნივთების დაკარგვის შესახებ, 11 თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ეს ფაქტი არ გახმაურებულა. 

შსს ფაქტს ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

“სამწუხაროდ, ნივთების დაკარგვის შესახებ გასული წლის ივლისში გავიგეთ. მაშინვე ვაცნობეთ პოლიციას საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.

7 ნივთია და აუდიტის მიერ შეფასებულია 850 ლარად.  სამწუხაროდ, ჩვენმა დაცვამ გაგვქურდა. დიდი ხანი სახელმწიფო დაცვის სამსახური გვემსახურებოდა. შემდეგ ისე გაგვიძვირეს, რომ ვეღარ მოვახერხეთ მათი მომსახურების გაგრძელება.

გამოვაცხადეთ ტენდერი და მოგებული კომპანიის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც ებარა ამ შენობის დაცვა, აი ასეთი ფაქტი მოხდა… სამწუხაროდ, ამის შესახებ გვიან გავიგეთ, იმიტომ რომ ეს ნივთები ჩაკეტილი იყო ერთ-ერთ ოთახში. ალბათ იცით, რომ ჩვენ ვემზადებით დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის და როდესაც ამ მუზეუმის გახსნის აქტიურ ფაზაში გადავედით და დიზაინერებთან ერთად დავიწყეთ ამ ნივთების შეგროვება, შევედით ოთახში სადაც ნივთები იყო შენახული, იქ მივხვდით რომ ეს ნივთები გვაკლია.

პატარა ნივთებია, ზარდახშა, რამდენიმე ლარნაკი….ანუ ავეჯი და ჭაღები არ არის… ჩვენ პარალელურად ბევრად მეტი თანხა გვაქვს დახარჯული ამ ძველი ნივთების მოძიებაში და ყიდვაში. რამდენჯერმე შევიძინეთ დავით სარაჯიშვილის ნივთები, რომელიც სავარაუდოდ აქედან იყო გატანილი, ანუ 2018 წელს შევიძინეთ ჭურჭელი რომლის ღირებულება 1600 ლარი იყო. ხოლო, 2017 წელს შევიძინეთ 7 000 ლარის ღირებულების ჭურჭელი. შექმნილი გვაქვს ფონდი, სადაც ჩვენი თანამოაზრეები და მეგობრები რიცხავენ ფულს, იმიტომ რომ კერძო კოლექციიდან ასევე იყიდება სავარაუდოდ აქედან მოპარული ავეჯი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ის ავეჯია, იმიტომ რომ ერმაკოვის ფოტოებზე ჩანს და გვინდა დავიბრუნოთ”, – განაცხადა მწერალთა სახლის დირექტორმა ნატაშა ლომოურმა.

"აიპრესი"

ამავე თემაზე