2019-05-03 10:15:06
ზელენსკი: რუსეთსა და უკრაინას მხოლოდ ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო საზღვარი

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის პასუხად წერს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის აგრესიის შემდეგ უკრაინას რუსეთთან მხოლოდ ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო საზღვარი. 

"ბევრი ვიფიქრე კერძოდ "ბევრ საერთოზე" უკრაინასა და რუსეთს შორის. რეალობა ასეთია, რომ დღეს, ყირიმის ანექსიისა და დონბასზე აგრესიის შემდეგ, "საერთოებიდან" ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩა - ეს სახელმწიფო საზღვარია. "საერთოა" 2 295 კილომეტრი და 400 მეტრი. და რუსეთმა უნდა დააბრუნოს უკრაინის ყველა მილიმეტრი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ "საერთოს" ძიებას,"- წერს ზელენსკი

პუტინმა რამდენიმე დღის წინ, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის "ორმაგ მოქალაქეობაზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობა ორივე ქვეყანას უფრო ძლიერსა და წარმატებულს აქცევდა. 

ამავე თემაზე