2019-05-02 11:02:43
პარიზში, აქციაში 28 ათასი ადამიანი მონაწილეობდა - დაკავებულებიდან 210 პატიმრობაში რჩება (ფოტო)

საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, პარიზში გამართულ აქციაში 28 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. წესრიგის უზრუნველსაყოფად კი 7.4 ათასი ჟანდარმელი და პოლიციელი იყო მობილიზებული.

დემონსტრაციის შემდეგ პოლიციამ 330 ადამიანი დააკავა, მათ შორის 210 პატიმრობაში რჩება.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკებების შედეგად, 14 სამართალდამცველი და აქციის 24 მონაწილე დაშავდა. ისინი სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგნებს ისვროდნენ. საპასუხოდ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.


 

ამავე თემაზე