2019-05-01 10:10:24
ვენესუელაში ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს გადაუარა (video)​

კადრებში, რომლებსაც  ვენესუელის ტელევიზია ავრცელებს,  ჩანს, როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექიკამ მომიტინგეებს.

ვენესუელაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მასობრივი გამოსვლები ვენესუელაში მას შემდეგ განახლდა, რაც 30 აპრილს ოპოზიციის ლიდერმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. ხუან გუაიდომ მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამხედროები “დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ.

ამავე თემაზე