2019-05-01 09:47:03
ჩვენ ვდგავართ ვენესუელას მოსახლეობის გვერდით - ბახტაძე

ჩვენ ვდგავართ ვენესუელას მოსახლეობის გვერდით, რომელიც დემოკრატიას და თავისუფლებას გაბედულად იცავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციებზე გამოჩნდა სამხედრო მანქანებიც.

ხუან გუაიდომ რამდენიმე თვის წინ თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. იგი აღიარა ვაშინგტონმა და კიდევ ათობით ქვეყანამ.

ვენესუელაში გუშინ 109 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დასავლური მედია ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ რამდენიმე დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

ამავე თემაზე