2019-04-26 11:20:53
უკრაინელი ქალი, რომელიც საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

უკრაინელი ქალი, რომელიც საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოვიდა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ტრეფიკინგი ედება. 

ადვოკატი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკრაინის მოქალაქეს  ხვდება. 

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი ბავშვებთან ერთად წასვლას თბილისში აპირებდა, საცხოვრებლად ბინა კი წყნეთში ჰქონდა ნაქირავები.

„ბოლოს გუშინ 9 საათზე ველაპარაკე. მანქანა ელოდებოდა საავადმყოფოსთან. თბილისში უნდა წამოსულიყო ბავშვებთან ერთად, წყნეთში ბინაც ჰქონდა ნაქირავები. რა მოხდა არ ვიცი, დღეს დილით შემატყობინეს მისი დაკავების შესახებ,“- აცხადებს ადვოკატი. 

ამავე თემაზე