2019-04-25 15:15:33
გზა დავით გარეჯისკენ ჩაკეტილია - აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიან

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე ოთხი დღეა, ამ ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიან. მათ ბილიკი ამოჰყავთ, რათა აზერბაიჯანის მხრიდან აღდგომის ტაძარს მიუდგნენ. სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გიდების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს პირველად აკეთებენ. მათი ვარაუდით, უნდათ, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილად გამოაცხადონ. 

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა მას შემდეგ ჩაკეტა, რაც იქ შაბათს სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.

ამავე თემაზე