2019-04-25 12:34:09
,,მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას როგორიც არის ,,ქართული ოცნების’’ მთავრობა’’ - ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას და ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს და სქემა დატოვეს.  

"მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას როგორიც არის ‘’ქართული ოცნების’’  მთავრობა იდეალური მთავრობაც რომ იყოს თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ "ევროპული საქართველოს" მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს რომ საპენიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე "ქართული ოცნების" ხაფანგიდან დღეს გამოვედი , მაგრამ 40 წელს ქვემოთ აფამიანებს ეს არ შეუძლიათ",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე