2019-04-25 11:44:56
არასრულწლოვნებმა ბათუმში მობილური ტელეფონების მაღაზია გაქურდეს 

ქურდობა ბათუმში - თავდასხმა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან. მაღაზიიდან წაღებულია დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი.

„წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. უკვე დაიწყო გამოძიება. მაღაზიასთან ახლოს სამი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებმაც დააფიქსირა ქურდობის ფაქტი. სავარაუდოდ სამი არასრულწლოვანი იყო. მათ ჩალეწეს მაღაზიის ვიტრაჟი და ისე წაიღეს ნივთები“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე ფატმან თურმანიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნების ვინაობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე