2019-04-25 10:46:52
უვადო მოსამართლეების შერჩევისა და გამწესების კრიტერიუმები - პარლამენტი სადაო კანონპროექტზე მსჯელობას მესამე მოსმენით იწყებს

პარლამენტი ბოლო პერიოდის ყველაზე სადაო კანონპროექტზე მსჯელობას მესამე მოსმენით იწყებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრებენ. კომიტეტის სხდომის დაწყებამდე კანონმდებლები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე ვერ დაბრუნდება. 

„იყო ერთი საკითხი რაზეც თანხმობა არ განვაცხადეთ, იქიდან გამომდინარე ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხს სხვაგვარად განიხილავდა რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონი, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არ არის პრაქტიკული და რეალური საკითხი და გამომდინარეობს იქიდან რაზეც ვისაუბრეთ, რამენაირად მოიპოვონ გავლენები,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.  

ამავე თემაზე