2019-04-25 10:08:39
დაპირისპირება სამარათალდამცველებსა და მოქალაქეების ჯგუფს შორის - თბილისში, მეტრო დელისთან 4 ადამიანი დააკავეს

დაპირისპირება სამარათალდამცველებსა და მოქალაქეების ჯგუფს შორის - თბილისში, მეტრო დელისთან პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, 4 ადამიანი დააკავეს. თვითმხილველების ინფორამაციით,  ტერიტორიაზე გვიან ღამით ათამდე პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

დაკავებას წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ამავე თემაზე