2019-04-24 15:25:30
ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული - შს მინისტრის მოადგილე

ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით - ეს განცხადება, შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. 

ნათია მეზვრიშვილი შსს-ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. საუბარია მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტებზე და კითხვებზე, რომელიც მსახიობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩნდება. 

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოთხოვნა პროკურატურის პრეროგატივაა.

მისი განცხადებით, რატომღაც საზოგადოებას აღკვეთის ღონისძიება სასჯელში ერევა. მეზვრიშვილმა იურიდიული საკითხები განმარტა. 

„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით. პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც, სამწუხაროდ, რატომღაც საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიართ ინდივიდუალურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და ა.შ. არ ცდილობ, არაფრის ახსნას, მაგრამ ვცდილობ, რომ იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი გაასაჯაროვა,  რომელიც ლევან ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოიღეს. ავტომობილიდან ამოღებულია კოკაინი, ექსტაზი და მარიხუანა.

ამავე თემაზე