2019-04-24 13:26:59
ესპანეთი რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის გადაცემას სთხოვს 

ესპანეთი რუსეთისგან კრიმინალური ავტორიტეტის, ტარიელ ონიანის გადაცემას ითხოვს. პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის გადაცემის მოთხოვნით რუსეთს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა.

გამოძიება მას უკანონო გზით მოპოვებული კაპიტალის ესპანეთის ტერიტორიაზე გათეთრებას ედავება.

38 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი კრიმინალურ საქმიანობას ესპანეთის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში ეწეოდა.ტარიელ ონიანს 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მისთვის 50 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის დაწესებასაც მოითხოვს.

ამავე თემაზე